როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. განცხადება ამის შესახებ ხაჯიმბამ "იტარ-ტასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ხაჯიმბას მიაჩნია, რომ თბილისმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
"დღეისათვის არის მხოლოდ ჟენევის ფორმატი, რომელზეც ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს, გარდა ცარიელი ფრაზებისა, ჩვენთან საუბრის მზაობასთან დაკავშირებით არაფერი ისმის.
ვისურვებდი, საქართველომ ბოლოსდაბოლოს გაიაზროს ის რეალური ფაქტი, რომ არსებობს, აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველო უნდა წავიდეს ამ ფაქტის აღიარებაზე, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მაშინ ჩვენი ურთიერთობები უფრო პოზიტიურ ჭრილში გადავა.
ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს როგორც მეზობელს ვერსად წავუვალთ, უნდა ვიცხოვროთ მის გვერდით და გვქონდეს გარკვეული ურთიერთობა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო საფრთხეებს. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული მხარე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში მისი სამშვიდობოების საშუალებით",-განაცხადა ხაჯიმბამ.