1-ლ სექტემბერს, თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო აკადემიაში, უეფას და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - ღია სახალისო საფეხბურთო სკოლა (ოპენ ფუნ ფოოტბალლ) - სპორტი, სკოლა, პოლიცია, 5-დღიანი ფესტივალი დაიწყო.
ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის გახსნას, სადაც 6-12 წლამდე მოზარდები იღებენ მონაწილეობას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი მოადგილე - თამაზ თევზაძესთან ერთად დაესწრო, გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ფეხბურთის ვეტერანმა -თენგიზ სულაქველიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა - ვალერი ჩოლარიამ.
ფესტივალი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის და ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.