საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დონეცკის ეპარქიის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტს ტელეფონზე საუბრისას მხარდაჭერა აღუთქვა. ინფორმაცია ამის შესახებ დონეცკის ეპარქიის საიტზე გავრცელდა.
"31 აგვისტოს საღამოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დონეცკის ეპარქიის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველ მიტროპოლიტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე დაინტერესდა, რა მდგომარეობაშია საეკლესიო საქმეები დონეცკის ეპარქიაში. განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიებზე, სადაც ახლა აქტიური საომარი ქმედებები მიმდინარეობს.
დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა ილია მეორეს იძულებით გადაადილებულებისთვის, ლტოლვილებისთვის და დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ლოცვის თხოვნით მიმართა. თავის მხრივ ილია მეორემ მას პირობა აღუთქვა, რომ ამ განსაცდელში მას მხარს დაუჭერს და ილოცებს იმისათვის, რომ დონეცის მიწაზე მშვიდობა დამყარდეს." - ნათქვამია ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე.