ივერიონი / გია ცაგარეიშვილი:-"პრემიერის და პრეზიდენტის თანაცხოვრება მარტივი არ არის"

გია ცაგარეიშვილი:-"პრემიერის და პრეზიდენტის თანაცხოვრება მარტივი არ არის"

   ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გამგზავრების თემას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა. დეპუტატი პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობასაც შეეხო და განაცხადა:
   -"საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ პოლიტიკური ცხოვრება ახალი კონსტიტუციით დაიწყო, როგორც მას, ასევე პრემიერს ამ კონსტიტუციით უწევთ პოლიტიკური თანაცხოვრება. ეს თანაცხოვრება მარტივი არ არის. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა არსებობს ხოლმე. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მიმდინარეობს ამ ახალი პრინციპების ცხოვრებაში დამკვირდება. სავარაუდოდ, ეს წინააღმდეგობები აქედან გამომდინარეა გამოწვეული. აბსოლუტურად ვეთანხმები მის მოსაზრებას. სწორედ ამიტომ 6 თვის წინ, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და დიდი იმედი მაქვს, რომ მარტამდე საქართველოს კონსტიტუციის ახალ ვარიანტს წარმოგიდგენთ. პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება – ეს არის უმთავრესი ინსტიტუციები, რომელიც ქვეყანას ეფექტურად უნდა მართავდნენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში მათ შორის ინსტიტუციური წინააღმდეგობები არ იყოს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
   ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნიუ-იორკში მისი ვიზიტის შესახებ დადასტურება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უკვე მიიღო. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ნიუ-იორკში პრემიერის და არა პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობს.

2-09-2014, 13:37
უკან დაბრუნება