წუხელ სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - თბილისში მცხოვრები სალი გელენიძე (სალის დედა თურმე ემიგრანტია) წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია უცებ აიტაცა სააგენტო Exsclusive news-მა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რატომ დაიჭირა პრეზიდენტყოფილი საბერძნეთის პოლიციამ და რა ბედი ეწეოდა მას - გადასცემდნენ თუ არა საქართველოს შიდა ძებნაში მყოფ ექსპრეზიდენტს!
წითელი ცირკულარით სააკაშვილზე ძებნა ჯერ არ გამოცხადებულა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება დროში გაიწელოს. აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, რატომ არ მოუვიდათ თვალში პრეზიდენტყოფილი ბერძენ სამართალდამცავებს. ამბის გასაგებად საბერძნეთის ქართული ემიგრაცია ფეხზე დავაყენეთ.
ერთ-ერთი ვერსიით, უფუნქციოდ და უფულოდ დარჩენილ სააკაშვილს, რომელსაც თანაგუნდელებმა შეპირებული თანხა სარფში თურმე არ ჩაუტანეს, ძალიან მოშიებია და სუპერმარკეტში ძეხვი, პური და ერთი ქილა ლუდი მოუპარავს!..
მეორე ვერსიით კი, ვიღაც ადგილობრივი ქალი მოსწონებია, თავი ისევ საქართველოს პრეზიდენტი ჰგონებია და ისე მოქცეულა, როგორც აქ ქართველ ლამაზმანებს ექცეოდა!..
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ლამის ნახევარმა საქართველო ვიღაც სალი გელენიძის უკბილო ხუმრობა დაიჯერა და ბორკილებდადებული სააკაშვილი რეალურად წარმოიდგინა!..
კარგით, რა ხალხო, ჯერ ერთი ვინ არის სააკაშვილის დამჭერი (მთავარია, არ გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი და ბუნტი არ მოაწყოს), მეორეც, სააკაშვილი იმის ჩიტი არ არის, ასე ადვილად ჩაბარდეს სამართალდამცველებს - მას იმ „პატრონების“ იმედი აქვს, ვინც თავის დროზე ასე გააჯეჯილა და ბიძნური საქმეები აკეთებინა - ეტყობა, ჯერ კიდევ სჭირდებათ და თუ „სახმარი ღირებულება“ დაკარგა, მერე ჩვარივით მოისვრიან!
ასე რომ, ნუ ვოცნებობთ იმაზე, რაც რეალური არ არის... ვერ ატყობთ ოცნებამ ისედაც რომ დაგვღალა?!