როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადა, უკრაინის NATO-–ში გაწევრიანების თაობაზე ინიციატივა, კრიზისის დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.
მისი თქმით, კიევში "მშვიდობის პარტია" პოლიტიკური დიალოგის დაწყებას, "ომის პარტია" კი სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლას ცდილობს.
რუსეთის პირველი დიპლომატის მოსაზრებით, ამ ძალების შეკავება მხოლოდ აშშ–ს შეუძლია, რადგან ვაშინგტონს უკრაინელ ძალოვნებზე პირდაპირი გავლენა აქვს.
ლავროვმა აშშ–სა და ევროკავშირს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინაში შექმნილი კრიზისის დარეგულირებისკენ მიმართულ სამშვიდობო ინიციატივებს.