ივერიონი / პირველი საპროტესტო აქცია თბილისის მოქმედ პარლამენტთან

პირველი საპროტესტო აქცია თბილისის მოქმედ პარლამენტთან

   დღეს  არასამთავრობო ორგანიზაციამ "იბერიელთა კავშირმა " და იპოთეკით დაზარალებულმა პირებმა თბილისის პარლამენტის წინ აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა იყო  შეწყდეს იპოთეკით დაზარალებული ადამიანების ბინიდან გამოსახლება.
-"თუ კანონი ათ დღეში არ იქნება მიღებული  ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას დავიწყებთ. ქართველი ერის გენოციდი დიდი ხანია დაწყებულია"-აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.აქციას სოლიდარობა  "სრულიად საქართველოს  ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ" ვალერი ჭედელაძემაც გამოუცხადა.
-" დღევანდელი აქცია აქ არ დასრულდება და უფრო ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზრდება. თუ ხელისუფლებამ "ნაციონალური მოძრაობის " რეჟიმი  დამნაშავედ არ გამოაცხადა და  არ დაასრულა პოზიცია-ოპოზიციონერობის თამაში, მაშინ აუცილებლად დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი"-განაცხადა ჭედელაძემ.
   აქციის ორგანიზატორებმა   პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან,  ეკა ბესილიასთან მოითხოვეს შეხვედრა,
      აქციის მონაწილეებმა შექმნეს 4 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის  წარმომადგენელ,  ირაკლი კვეზერელ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კვეზერელმა განაცხადა:
-" დღეს შემოვიდა განაცხადი,  შეწყდეს იპოთეკარების ბინიდან გამოსახლება. ჩვენ შევისწავლით აღნიშნულ საკითხს ".
   არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის დარინა ლომინაძის  თქმით, მთავრობამ საკითხის შესასწავლად ორკვირიანი  ვადა ითხოვა.
ცნობისთვის, ირაკლი კვეზერელმა "ივერიონთან" საუბარში განაცხადა, რომ მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოსახლების საკითხის შეჩერება-არ შეჩერება სასამართლოს გადასაწყვეტია.

2-09-2014, 17:32
უკან დაბრუნება