21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის დღეს აღნიშნავს.
გაეროს ეგიდით დადგენილ მშვიდობის დღეს საქართველოც უერთდება და 21 სექტემბერს "მშვიდობის ფესტივალში" ებმება.
-"მთელს მსოფლიოში და საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა, ეს აქტუალური თემაა და ჩართული არიან ახალგაზრდები"-განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
პროექტი "მშვიდობის მატარებელი" სპორტისა და ახალგაზრდობის ფონდმა დააფინანსა. 21 სექტემბერს "მშვიდობის მატარებელი" თბილისიდან აიღებს სტარტს და სხვადასხვა ქალაქებში გაჩერდება, სადაც ღონისძიებები მოეწყობა.
-"მთელ მსოფლიოში მოდებულია ომის ალი, ამიტომაც საქართველო უნდა გახდეს მშვიდობის ცენტრი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ დაზარალებულებს უკრაინაში, დაზარალებულებს მთელ მსოფლიოში და პოზიტიური მშვიდობის ხაზი გამოვკვეთოთ კავკასიურ სივრცეში"-ამბობს პროექტის ორგანიზატორი ირაკლი კაკაბაძე.
აქციას უკვე შეუერთდნენ ცნობილი სახეები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც პატარა ვიდეო-მიმართვები და ვიდეო-რგოლები გაავრცელეს.
აქციას უერთდებიან სპორცმენები და ყველას მშვიდობის სადარაჯოზე უხმობენ.
მაშ ასე, მშვიდობის ფესტივალი იწყება, გახდი მშვიდობის მატარებელი!