ექსპერტი რომან გოცირიძე "Facebook" -ის საკუთარ გვერდზე თბილისის მერიის მიერ აღებულ 30 მილიონ ლარის სესხთან დაკავშირებით წერს:
"მძიმე ვითარებაა ბიუჯეტში. კვლავ ვერ ხერხდება თანხების ათვისება. 8 თვეში დაიხარჯა 5,3 მილიარდი ლარი. დარჩენილ 4 თვეში უნდა დაიხარჯოს 3,8 მილიარდი. ეს შეუძლებელია. თუ მართლაც ასე მოხდება, შარშანდელი დეკემბერი განმეორდება. ამის შესახებ მკაცრად გააფრთხილმა სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობა ამ ერთი თვის წინათ, როცა 154 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოგვიყო. პირველად, ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტმა 30 მილიონი ლარი ისესხა კომერციული ბანკიდან. ეს ბიზნესისათვის წართმეული ფულია. ცუდი სიგნალია. ძველი დროის ასოციაციებს იწვევს."