ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, პაკეტი , რომელსაც NATO საქართველოს სთავაზობს, "მნიშვნელოვან ელემენტებს" შეიცავს.
როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უელსში გამგზავრებამდე განუცხადა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნაა.
" NATO-ს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, ესაა პირველ რიგში, სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, ეს არის NATO-ს ერთობლივი წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება NATO-ს სამხედრო შესაძლებლობებთან", - განაცხადა პეტრიაშვილმა