ივერიონი / მარკუს მეტრეველი:-"ქვეყანა დიდ სასაკლაოდ იქცა.."

მარკუს მეტრეველი:-"ქვეყანა დიდ სასაკლაოდ იქცა.."

   საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ეხმიანებიან. მომღერალი მარკუს მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

   -"ღმერთო!!! რა ხდება ჩვენს ქალაქში, ქვეყანა დიდ სასაკლაოდ იქცა.. ყოველდღე მკვლელობა , საიდან დაუგროვდა ერს ამდენი ბოღმა, სიძულვილი, მტრობა? მაგრამ ჩვენ ხომ სიძულვილის დიდი ნიჭი გაგვაჩნია... ქილერების ქვეყანად იქცა უკვე, დილით ტაძრებში პირჯვარს იწერენ, ღამე კი ერთმანეთზე ნადირობენ, სუფრაზე ძმაკაცობას ეფიცებიან ერთმანეთს, სუფრის ქვეშ კი ერთმანეთს ცოლებს ახევენ. ერი, სამღვდელოება ტაბურეტკით და ჯვრებით ხელში დევნიან უმცირესობას, ცემენ, აფურთხებენ, ქოლავენ, რუსები კი საზღვრებს ჩვენი კარების წინ ავლებენ!

   სად ხართ ვაჟკაცნო, სად?? ერი დუმს... სოფლებში დედას შვილი კლავს, ძმა დას აუპატიურებს, დედა შვილს ჰყიდის, შვილი დედას...

    ეკლესიას ამოფარებული კრიმინალები მორალს გვიკითხავენ, აქ ყველა გენიოსია, აქ ყველა მაგარია, აქ ყველა განათლებულია, აქ ხომ ყველა უმწიკლოა... გაკერილი ქალიშვილების ქვეყანა!!! ჩვენ ხომ ყველაზე ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ ... არ მიკვირს .. ეს ხომ ის ერია, რომელმაც გენიოსი ილია მოკლა!!!"

თაზო ბენიძე

 

3-09-2014, 11:51
უკან დაბრუნება