ივერიონი / ანდრო ბარნოვი: შეცდომებზე ყველამ უნდა ისწავლოს, მათ შორის საზოგადოებამაც!

ანდრო ბარნოვი: შეცდომებზე ყველამ უნდა ისწავლოს, მათ შორის საზოგადოებამაც!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხიელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი „Facebook"- ის საკუთარ გვერდზე  ბოლო დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტებს ეხმაურება.


„მითხარით ახლა ვინმემ, დაჩი დარჩიას, ლაშა მახარაძის და მრავალი სხვის მკვლელს რომ სცოდნოდა, რომ შეიძლება ადგილზე მიეხვრიტათ, თუ ასეთ რამეს ჩაიდენდა, ხომ გადარჩებოდნენ ეს ახალგაზრდები? არც თვითონ წავიდოდნენ ციხეში და არც ადამიანს მოკლავდნენ! ილაპარაკეთ ახლა კიდევ, რა ცუდი იყო "ნულოვანი ტოლერანტობა"!


ცუდი იყო კი არა, ეს ძონძი და უუნარო და უღირებულებო მთავრობა სასწრაფოდ უნდა წაეთრეს!


შეცდომებზე ყველამ უნდა ისწავლოს, მათ შორის საზოგადოებამაც“!

3-09-2014, 12:34
უკან დაბრუნება