ივერიონი / ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდები გაგზავნეს

ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდები გაგზავნეს

ამერიკული გამოცემა “World Tribune”-ის ინფორმაციით, დღეს შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი - საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი „Ross “-ი  და ფრანგული ფრეგატი  „Commandant Birot “ შევა.


გამოცემაში აღნიშნულია, რომ  ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გადაწყვიტეს.

3-09-2014, 13:27
უკან დაბრუნება