ივერიონი / გია ვოლსკი: "შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს"?!

გია ვოლსკი: "შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს"?!

  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ რეზოლუცია მოიცავს სანქციებსაც და სამხედრო დახმარებასაც.
  "სანქციების თემას რაც შეეხება, ისევე როგორც წინა დოკუმენტებში, ჩვენ როდესაც ყველა ზომას ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ეს მოიცავს სანქციებსაც და სამხედრო დახმარებასაც და ამაზე, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს. შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, ამაზე განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ და მე დასამატებელი არაფერი არ მაქვს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

3-09-2014, 17:34
უკან დაბრუნება