ტერორისტული დაჯგუფება "ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც პუტინს ემუქრებიან, ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ეხმაურება და "რუსეთის დამშინებლებს" განადგურებით ემუქრება.
-"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა, ვისაც თავში აზრად მოუვიდა რუსეთის დაშინება და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელის წარმოთქმა, განადგურდება იქვე, სადაც ეს განცხადება გააკეთა. იქ წაბრძანდება, სადაც მისი ძმები, ტერორისტები ლპებიან" - წერს კადიროვი Iნსტაგრამ-ის საკუთარ გვერდზე.