ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: ის, რაც ეხლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა!

გიორგი მარგველაშვილი: ის, რაც ეხლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა!

  გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას საუბარი უკრაინის თემით დაიწყო. მისი განცხადებით - ის რაც ეხლა  უკრაინაში ხდება 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლეების გაგრძელებაა.


   "შესავალ სიტყვაშიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ უაღრესად რთულ დროს, ეს არის რთული პერიოდი როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისთვის, ეს არის ვითარება, რომელიც მოითხოვს ახალი საპასუხო ზომების, ახალი მიდგომის გამოძებნას ჩვენი რეგიონის, საქართველოს, უკრაინისა და გლობალურად, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული რთული საკითხების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ ვითარებაში იძულებული ვართ დავიწყოთ უკრაინის თემით.


   ჩვენ ვგრძნობდით, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ისეთ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ინდივიდუალობის განვითარება. ეს მეგობრობა და თანამოაზრეობა კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. უკვე ორი ათწლეულია, ჩვენ ერთმანეთს აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი გეგმების ხორცშესხმისთვის. სამწუხარო მოვლენებმა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაკავშირა იმ ურთულესი პრობლემებით, რომლებიც გვაქვს. იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას. ახლა ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის პრობლემებს, რადგან საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი მისწრაფებები რეალობად ვაქციეთ ახალ ევროპულ სივრცეში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

4-09-2014, 10:23
უკან დაბრუნება