ივერიონი / ეკა კვესიტაძე მზად არის დიმიტრი ლორთქიფანიძის აქცენტებს მოუსმინოს

ეკა კვესიტაძე მზად არის დიმიტრი ლორთქიფანიძის აქცენტებს მოუსმინოს

გადაცემა "აქცენტების" წამყვანი სახალხო დამცველის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს პირდაპირ ეთერში მიიწვევს. ამის შესახებ  "ივერიონს"  საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განუცხადა.


შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის   გადაცემა სახალხო დამცველის  კანდიდატების განხილვას მიეძღვნა. გადაცემაში მიწვეულმა სტუმრებმა დიმიტრი ლორთქიფანიძეზე ისაუბრეს. კვესიტაძის გადაცემებში მუდმივად საუბრობენ, ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ადრესატს ეთერში არ იწვევენ.


 "სამწუხაროდ, დასანანია, რომ არ მომეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, სადაც ეკა კვესიტაძის გადაცემაში სახალხო დამცველის კანდიდატებზე იყო საუბარი. მთელი ამ ხნის მანძილზე გადაცემა " აქცენტებში" ერთხელაც არ მიმიწვიეს, ჩემს პერსონას კი მრავალ კონტექსტში მოიხსენიებენ", - აცხადებდა დიმიტრი ლორთქიფანიძე.


ეკა კვესიტაძე შენიშვნას იღებს და ლორთქიფანიძეს "ივერიონის" საშუალებით საკუთარ გადაცემაში დაპატიჟებას ჰპირდება.

1-11-2012, 17:06
უკან დაბრუნება