გუშინ ზუგდიდში "თავიუსუფალი ზონისა" და "ევრაზიულ კავშირი"-ს წარმოამდგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამ ფაქტს სოციალური ქსელით სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი ზონის" აქტივისტები არიან კარგად დაფინანსებული აქტივისტები და მზად არიან ნებისმიერი პროვოკაცია მოაწყონ, რათა მოხდეს არეულობა და დაპირისპირება. ბრეგაძის განცხადებით "თავისუფალი ზონის" აქტივისტები თვეში ხელფასის სახით 3000-5000 ლარს იღებენ. ბრეგაძე ასევე მიმართავს ხელისუფლებას, რომ გვერდით ერთგული ხალხი დაიყენოს და არა გამყიდველები.
ივერიონი უცვლელად გთავაზობთ სანდრო ბრეგაძის კომენტარს:
-"ჩვენი მეგობრები,ებრაელი ხალხი ერთობ ბრძენია,მათ აქვთ ერთი ესეთი გამოთქმა--"არც შენი იცოდე და არც სხვისი გაიგონოო!!!",სიმართლე გითხრათ უკვე დავიღალე ამდენი გაფრთხილებებისგან და ყველაზე მეტად დავიღალე ურემგადაბრუნებული ჩემი მეგობრების ფრაზებისგან--"რატომ არ დამაძალე"!!"კარები რატომ არ შემომიმტვრიე"!!"უნდა გეიძულებინე რომ გაფრთხილება ყურად მეღო" და ასე შემდეგ.მთელი გაზაფხული და ზაფხულია ვაფრთხილებ ჩემს მეგობრებს(პირად საუბრებში,ტელეფონზე,პრესით),რომ "თავისუფალი ზონა" მომზადებულია ახალგაზრდული აქციების ჩასატარებლად,ეს აქციები არ იქნება მშვიდობიანი,არამედ ამ აქციებს მოყვება ჩხუბი,არეულობა,დასახიჩრება,ათასი პროვოკაცია და ა.შ.ამისთვის კოლოსალური ფინანსებია გამოყოფილი,წარმოიდგინეთ რანგის მიხედვით თითო აქტივისტი 3000-5000 ლარს იღებს ხელფასის სახით და ისინი მზად არიან ნებისმიერი სახის ავანტურისთვის.თავის დროზე შევარდნაძე გააფრთხილეს "კმარას" შესახებ,მაგრამ მისმა მთავრობამ სასაცილოდ აიგდო "კმარა" და შემდეგ რა უბედურებაც დააწია მთელს საქართველოს "კმარამ" და კმარელებმა კარგად ვნახეთ მთელი 9 წლის განმავლობაში.დღეს "კმარა" "თავისუფალ ზონად" ქცეულა, უფრო დიდი ფინანსებით, უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო გამოცდილი, ის დაკომპლექტებულია მერაბიშვილ-ახალაიას დროინდელი პოლიციის ზონდერებით, დიახ ესენი ის ხალხია, რომლებიც 7 ნოემბრის აქციის დარბევისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა(ე.წ.ჯინსიანი ნიღბოსნები), ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. დიახ, ისინი თბილისური მაიდნისთვის ემზადებიან, გახშირებულ კრიმინალს პოლიციის მხრიდან გადაცდომები, ადამიანის უფლებათა დარღვევები უნდა მოყვეს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მოქმედმა ე.წ. არასამთავრობოებმა უნდა მოახერხონ სტუდენტი ახალგაზრდობის აყოლა, ე.წ. საფეხბურთო ფანების კოორდინაცია, უნდა შეიქმნას მართვადი ქაოსის სიტუაცია და ამ ფონზე უნდა გამოჩნდეს უცხოეთიდან მხარდაჭერილი ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებს ამ ქაოსის დალაგებას. ეს პროცესი დაწყებულია, ის ჩანასახშია და ნელ-ნელა ძალას იკრებს და მისი განეიტრალება თუ ჩანასახშივე არ მოხდა შემდეგ ეს დაუძლეველი ამოცანა იქნება.
აი ბატონებო, მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას და ურემი რომ გადაბრუნდება შემდეგ წუწუნი და ცრემლების ღვრა გვიანი იქნება!!!!!!!
P.S. ერთგული ხალხი, ერთგული ხალხი დაიყენეთ გვერდით, აი ისინი 9 წელი უკომპრომისოდ რომ ებრძოდა მიშას რეჟიმს, ისინი, 2012 წლის არჩევნებში თავს რომ წირავდა ოპოზიციის გამარჯვებისთვის, ოცნების პოლიტიკური აქტივი და შტაბების წევრები გამოიყვანეთ ასპარეზზე, ხოლო ალისტრახოები, ვანოს პოლიციელები, ახალაიას ზონდერები და ა.შ. სახლში ან საპყრობილეში გაუშვით, დამიჯერეთ, ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია!!!!!" (სტილი დაცულია)
თაზო ბენიძე