ივერიონი / საქართველოში სამრეწველო ინოვაციების სამი ლაბორატორია შეიქმნება

საქართველოში სამრეწველო ინოვაციების სამი ლაბორატორია შეიქმნება

   საქართველოში სამრეწველო ინოვაციების სამი ლაბორატორია შეიქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

   საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამები სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა. პროექტის თანახმად, ერთი ლაბორატორია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში განთავსდება, რომელიც უახლოეს მომავალში აშენდება, ხოლო ორი - სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

   საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს ფონდის წლიური აუდიტის შედეგები გააცნო, რომლის თანახმად, საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების ყველა ფინანსური მონაცემი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

   ეკონომიკურმა საბჭომ იმსჯელა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეფორმირებაზე, ასევე მოისმინა ინფორმაცია ელექტრონული მმართველობის შესახებ. მთავრობა ცენტრალიზებული ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას გეგმავს, რათა უწყებებს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდეს.

 

5-09-2014, 08:20
უკან დაბრუნება