მუხნარის დასახლებაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა. 100 მდე ადამიანმა ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღო. ექიმმა შესაბამისი რეცეპტებიც გამოწერა. აქცია მერიის ინიციატივით მოეწყო, სოცილურად დაუცველი ფენა დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მოინახულეს. ისინი ადგილზე აკვირდებოდნენ სამედიცინო აქციის მიმდინარეობას.
-,,1 სექტემბრიდან კანონში ახალი რეგულაციები შევიდა,გარკვეული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ,იმ ადგილებში რომელიც ქალაქსაა მოშორებული, სოციალურად დაუცველი ფენისთვის ექიმი უბანშივე მიგვეყვანა. ვფიქრობ მსგავსი აქცია პირველი 10 დღე მნიშვნელოვანი იქნება, შემდეგ კი ეს ყველაფერი ეტაპობრივად დარეგულირდება"-განაცხადა შოთა მურღულიამ
დავით ცხვარაძე