ადვოკატი გიორგი ონიანი კორპუსის თავმჯდომარეებისთვის ხალფასის მოხსნის თემას ეხმიანებს და ამბობს:
-"ვაზისუბანში არის 207 კორპუსი შესაბამისად ამ კორპუსებში არიან არჩეული თავმჯდომარეები, რომელნიც აგვარებენ კორპუსის და მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებს, ასევე აწარმოებენ კომუნიკაციას გამგეობასთან. ეს არის ქ.თბილისის მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ამ ადამიანებს ყოველკვარტლურად ჰქონდათ ანაზღაურება, რომელიც საკმარისი იყო მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის. სამწუხაროდ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ამ ადამიანებს შეუწყვიტეს დაფინანსება.
მივმართავ თბილისის მერიას სასწრაფოდ გადახედოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას და შეცვალოს იგი, სხვა შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს და დავუდგებით ამ ადამიანებს მხარში, მათი უფლებების დასაცავად!