შსს-მ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული არარეგისტრირებული რევოლვერი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.