ხელისუფლებამ დამნაშავეთა სამყაროს გამოაძრო ცოცხები და ხელკეტები,- ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ის პირობას იძლევა, მის სისტემაში დამნაშავეთა სამყარო კანონის მაქსიმალურ სუსხს იგრძნობს.
"ხელისუფლებამ დამნაშავეთა სამყაროს, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, მინდა გითხრათ, რომ გამოაძრო ცოცხები და ხელკეტები და დამნაშავეთა სამყაროსგან ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოწვევა. მე ვიძლევი პირობას, რომ ჩემს სისტემაში დამნაშავეთა სამყარო იგრძნობს კანონის მაქსიმალურ სუსხს, მაგრამ ეს არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.