ივერიონი / გიორგი ლილუაშვილი:-"სტაბილურია კრიმინოგენული სიტუაცია, ანუ სტაბილურად სჩადიან დამნაშავეები დანაშაულს, სტაბილურად ხოცავენ და აუთოვებენ!"

გიორგი ლილუაშვილი:-"სტაბილურია კრიმინოგენული სიტუაცია, ანუ სტაბილურად სჩადიან დამნაშავეები დანაშაულს, სტაბილურად ხოცავენ და აუთოვებენ!"

   პრემიერ-მინისტრის ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის შეფასებისას გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"მე ვეთანხმები ღარიბაშვილის იმ გამონათქვამს, რომ სტაბილურია კრიმინოგენული სიტუაცია, ანუ სტაბილურად სჩადიან დამნაშავეები დანაშაულს, ხოცავენ ადამიანებს, აუთოვებენ პატარა ბავშვებს და ასე შემდეგ, სტაბილურად იზრდება დანაშაულთა რიცხვი ქვეყანაში. აქ საგანგაშო როგორ შეიძლება დაინახოს ღარიბაშვილმა რამე?!. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში გაუნათლებელი კორუმპირებულები სხედან, მათთვის საქართველოს კანონმდებლობა არაფერს წარმოადგენს და საკუთარი დაუწერელი კანონებით მოქმედებენ".

 

5-09-2014, 14:56
უკან დაბრუნება