როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო უკრაინიდან 130 ბავშვს უმასპინძლებს.
"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავეხმაროთ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ დაზარალებულ ბავშვებს - გავგზავნოთ იქ თვითმფრინავი და ჩამოვიყვანოთ 130 ბავშვი თანმხლები პირებით.
პროცესში აქტიურადაა ჩართული, როგორც ჩვენი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ასევე ჩვენი საელჩო უკრაინაში. ჩვენ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს", - განაცხადა ყიფიანმა.