ივერიონი / გოგა ხაჩიძე "მოქალაქეს"-ბიჭებმა ვანოს საკნიდან ახალი "ზაპისები" ამოიტანეს და ჩაუჯექი"

გოგა ხაჩიძე "მოქალაქეს"-ბიჭებმა ვანოს საკნიდან ახალი "ზაპისები" ამოიტანეს და ჩაუჯექი"

   დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" მიერ გავრცელებულ განცხადებას და შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უმცირესობის წევრი გოგოა ხაჩიძე ეხმაურება და ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის ირონიულ სტატუს წერს: 

 

   -"მოქალაქე, ათას სისულელეში რომ ხარჯავ ფულს, უცხოელი მრჩევლებით დაწყებული - ზვიგენებით დამთავრებული;

ის ადამიანი მონახე, ვინც ეს (ვითომ შენი დაწერილი) წერილი გამოაქვეყნა და ჭკუა დაეკითხე, ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც.

რომ გამოვარდი და გაჰყვირი - არიქა, მიშველეთ, ეს მე არ დამიწერია და არ დაიჯეროთო!

ეეჰ, ნეტავ დაგეწერა... ეგ თუ არა, რამე მსგავსი მაინც.

სინამდვილეში, რომ არ დაგიწერია, მაგიტომ გინდა შველა.

   კარგი, ბოდიში, მოგაცდინე; 

   ზვიგენს 12-ზე კვება უწევს, პინგვინებს მუსიკის მოსმენა და მაგას რომ თავი დავანებოთ - ბიჭებმა ვანოს საკნიდან ახალი "ზაპისები" ამოიტანეს და ჩაუჯექი.

 

5-09-2014, 16:45
უკან დაბრუნება