უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უელსის სამიტზე განაცხადა, რომ კიევი მზად არის, დონბასის ზოგიერთ რაიონში დეცენტრალიზაციისკენ და მზად არის ტყვეთა გაცვლის პროცესის დაწყებისთვის.
-"ჩვენ მზად ვართ, ხვალინდელი დღიდან დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთ რაიონში ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ნაბიჯები გადავდგათ, მივცეთ მათ ეკონომიკური თავისუფლება, ვუზრუნველყოთ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი ენის გამოყენების თავისუფლება და მათი კულტურული ტრადიციები დავიცვათ. კიევი მზად არის, ხვალიდან ტყვეთა გაცვლის პროცესი დაიწყოს.
შეთანხმებას მიესალმება როგორც კრემლი, ასევე ნატო. ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ მხარეები დოკუმენტის ყველა პუნქტს გულდასმით შეასრულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და გენშტაბის უფროსის ბრძანებით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფმა უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა კიევის დროით 18:00 საათზე ცეცხლი შეწყვიტეს. ეს ინფორმაცია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომაც დაადასტურა.