ივერიონი / ნიკო ნადირაშვილი სააკაშვილს:-"იმდენი ქართველი გყავს გამწარებული, რომ ყოველი ამ ქართველისაგან სიკვდილის თითო ბუზი გაზის უკვე მაგ შუბლზე!!!"

ნიკო ნადირაშვილი სააკაშვილს:-"იმდენი ქართველი გყავს გამწარებული, რომ ყოველი ამ ქართველისაგან სიკვდილის თითო ბუზი გაზის უკვე მაგ შუბლზე!!!"

   ნიუ-იორკში მცხოვრები ნიკო ნადირაშვილი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანებს და სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს:

   -"ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

     ჩემო თანამემამულენო!!!

   დღეს, ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებაზე კი არ უნდა ვოცნებობდეთ ქართველი ერი, არამედ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო უნდა გავერთიანდეთ დიდიცა და პატარაც თუ გვინდა, რომ ავადსახსენებელი "ნაციონალები" აღარ მობრუნდნენ ხელისუფლებაში!!!..

   ღარიბაშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ აქედანაც ძალიან კარგად ვხედავ მის მოღვაწეობას და მჯერა, რომ იგი ქართველი ერის კეთილდღეობაზე ზრუნავს და იზრუნებს მომავალშიც!!!.. ზოგიერთი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით ბევრს არ ლაპარაკობს და არც თავს იქებს თავისი მოღვაწეობით!!!... ჯერჯერობით კარგად მიჰყავს საქართველოს საქმე და იმედია, რომ მომავალში უფრო დაიხვეწება პოლიტიკაში და უფრო ბევრ სიკეთესაც მოუტანს ჩვენს სამშობლოს!!!... 

   იგი ძალიან პრინციპული ჩანს და ძალიან მაგარი დიპლომატიც!!!... აღარაფერს ვამბობ მის გულიან და ნაღდ ქართველობაზე!!!

   პირადად მას და საქართველოს, სწორედ ის ძალა ებრძვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ქართველი ერის გადაშენება!!!...

   ეს ის პოლიტიკოსები გახლავან, რომლებსაც ერთი სული აქვთ როდის მოაჯდებიან საქართველოს კისერზე და, ეს ის ძალები არიან, რომლებიც ოჯახებით არიან დაბანაკებულნი საქართველოს ხელისუფლებაში - პარლამენტშიც და მთავრობაშიც!!!!!!!!!

   საქართველო, ღმერთმა დაიფაროს მაგათი მმართველობისაგან!!!აი, მერე კი ძალიან ძნელი იქნება მათი ხელისუფლებიდან მოშორება - ანუ შეუძლებელიც კი!!!ამიტომ დღესვე, ერთმუშტად უნდა შეიკრას საქართველო და კიდევ უფრო მეტად უნდა დაუდგეს მხარში ღარიბაშვილს!!!!!!

   საქართველოს, მტერი კარს მოადგა!!!!!!!!!!!!! - ნუთუ ვერავინ ხედავთ მას????!!!!!!..."

   ქართველი ემიგრანტი საქართველოს მოქმედ და ექს-პრეზიდენტებსაც მიმართავს და აფრთხილებს, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. ნიკო ნადირაშვილი ასევე მიმართავს ყველა ემიგრანტს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

   -"პირდაპირ მივმართავ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გემით რომ დაცურავს და მიწაზე ფეხის დადგმისა ეშინია უკვე... ფრთხილად ვერან ფრთხილად!!! შენ იმდენი ქართველი გყავს გამწარებული, რომ ყოველი ამ ქართველისაგან სიკვდილის თითო ბუზი გაზის უკვე მაგ შუბლზე!!!!... 

   ეხლა კი, დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტის საყურადღებოდაც ვიტყვი: შენ კიდევ, უფრო ფრთხილად იყავ სოროსელთა ობობას ქსელის- მქსოველო, და შენთან ერთად ის კიკუ მინისტრიც უფრთხოდეს ქართველი ერის დიდ კომბალს, ვისთან ერთადაც ხელ ჩაკიდებულმა უკვე დაიწყე დიდი ლაშქრობა საქართველოს პრემიერის წინააღმდეგ!!!! 

   ნუთუ მართლა გგონია, რომ ქართველი ერი ამას ვერა ხედავს???!!!!.დაიწყეთ უკვე იმ გეგმის ამუშავება, რომლითაც საბოლოვოდ ყურებით დაიჭერთ ქართველ ერს???!!!....

ვაი თქვენს პატრონს უბედურს!!!!...სრული სერიოზულობით ვაფრთხილებ იმ ძალად პოლიტიკოსებს და იმ ძალად ოპოზიციონერებსაც, რომლებიც მტრის ჩხირებით საქართველოში ქსოვენ ყოველგვარ ბინძურ "პოლიტიკურ ხალიჩებს" - ქართველ ერს ვეღარასოდეს მოატყუებთ მაგ თქვენი "ნაქსოვებით" და ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ ქართველ ერს საბოლოვოდ დაამონებთ!!!!! 

   საქართველოს მტრებს ყველაზე მეტად ქართული ემიგრაციისა გეშინოდეთ!!!!!!!!!!!

   ვიცი, რომ უკვე ქმნიან სპეციალურ ორგანიზაციებს, სადაც უნდათ ქართველი ემიგრანტების გაერთიანება და მათი გამოყენება იმ პოლიტიკისისათვის, რომელიც ენდიაის მიერ უკვე იქნა არიარებული ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად და რომელიც საბოლოვოდ დაანგრევს ქართულ სახელმწიფოს!!!...

ამიტომ მოგიწოდებთ ჩემს უსაყვარლეს ქართველ ემიგრანტებს და საქართველოში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს, რომ ძალიან ფრთხილად იყავით და არავის ბოლომდე არ ენდოთ!!!... 

   არ შეცდეთ ქართველო ემიგრანტებო!!! ...

   ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის შხამიანი ისრები, რომლითაც ზოგიერთი კიკუ პოლიტიკოსი "საქართველოს განადგურების გეგმებსა ქსოვს", თავად მათ გულებს არ აცდება..... მნიშვნელობა არა აქვს - მინისტრი იქნება ის თუ მთავარ-სარდალი!!!...

   დრო მოვა, სამშობლოს ყოველი გამყიდველი პასუხს აგებთ ჯერ ერის, მერე კი ღვთის წინაშე!!!

   ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ძალა მხოლოდ ჩვენს ერთობაშია და არა ჩვენს მტერში!!!!"

 

5-09-2014, 23:12
უკან დაბრუნება