ივერიონი / ოთო გურგენიშვილის გარდაცვალების ავბედითი დღიდან 40 დღე გადის

ოთო გურგენიშვილის გარდაცვალების ავბედითი დღიდან 40 დღე გადის

   დღეს რუსთავში, დუმბაძის #38-ში საზეიმოდ გაიხსნება თანამედროვეობის გმირი პოეტის ოთო გურგენიშვილის პოეტური სახლი. 

   ოთოს გარდაცვალების ავბედითი დღიდან  40 დღე გადის. მისი დედის, ნანა მათუზაშვილის თქმით, ეს დღე არ იქნება ჩვეულებრივი ორმოცი. ოთო თავად არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ადამიანი იყო და განსაკუთრებულად, ამაღლებულად წავიდა ამ ქვეყნიდან. 

   ნანა მათუზაშვილის განცხადებით, დღეს გაიმართება ოთო გურგენიშვილის პოეზიის საღამო, შედგება მისი კრებულის პრეზენტაცია და ბოლოს, მოსული სტუმრები პატივს მიაგებენ მის საბოლოო და სამუდამო განსასვენებელს.

   პოეტი და იურისტი ოთო გურგენიშვილი 29 ივლისს გარდაიცვალა ავტოკატასტროფის შედეგად, როცა მან ბავშვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირა. მისი გმირობა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააფასა. 

   ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ ირინა თურქიას და თინა თაყაძის სიუჟეტს.

 

 

6-09-2014, 01:07
უკან დაბრუნება