ივერიონი / თამაზ სულაძე:-"ქვის ხანაა ტელევიზიაში!"

თამაზ სულაძე:-"ქვის ხანაა ტელევიზიაში!"

   ჟურნალისტი თამაზ სულაძე ტელევიზიებში არსებულ სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას და სოციალურ ქსელში წერს:

   -"ერთი, ვინმემ ამიხსენით, ან განმიმარტეთ - ეს "მაესტრო", "რუსთავი-2"-ია??? ნაცების ტელევიზია გახდა თვალსა და ხელსშუა. შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ გუშინ 9 საათიანში, ამ ვახო სანაიას ეჯდა გიგი წერეთელი და მანანა კობახიძე, ვითომ ნატოს სამიტის განხილვსთვის და სანაიამ უცბად წერილი გააძრო დაღუპული ლაშა მახარაძის დედის, რომელიც ფეისბუკით გამოაქვეყნა და რომელშიც მანანა კობახიძეზე იყო აქცენტები. ესე იგი, გაასწორა მიწასთან კობახიძე. ცოტა არ იყოს, გაოცებული დავრჩი - თუ ადამიანს პატიჟებ ერთ გარკვეულ თემაზე აზრის გამოთქმისათვის, ასეთი ხაფანგი არ უნდა დაუგო! თან საუბარია ადამიანის, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაზე და შენ საქვეყნოდ (თან ქალს) მორალურად სპობ!

   თქვენ კარგად იცით, რომ მე არავის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ხომ არის ეთიკა, დაუწერელი ადამიანური ნორმები, რომელიც უნდა დაიცვა, გინდ ჟურნალისტმა და გინდა საპოჟნიკმა! ის რაც გაუხარდებოდა ნაცებს, გააკეთა "მაესტრომ"! თავისი მოკლე ჭკუით, ვითომ გასვარა "ოცნება"...

   ...და, საერთოდ, როგორც ვატყობ, არც ერთი ტელევიზია არ არის სახელწიფოებრივად მოაზროვნე! ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანა დაინგრეს! ქვის ხანაა ტელევიზიაში!"

 

6-09-2014, 08:51
უკან დაბრუნება