ცნობილი ხდება, რომ უელსის სამიტის 113 პუნქტიან კომუნიკეში ორი თავი უშუალოდ საქართველოს ეხება. დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ.
"ნატო აფასებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების მიმართულებით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის რომელიც გამოიხატა ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრეძელოს რეფორმების იმპლემენტაცია",-ნათქვამია განცხადებაში