"ჩვენ NATO-ს არ განვიხილავთ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ამ კონტექსტში ჩვენ ნათლად ვხედავთ გამოსავალს არა სამხედრო კონფრონტაციაში ან რაიმე სახის სამხედრო აქტივობებში, არამედ იმ დემოკრატიულ პროცესებში, რომელიც ხორციელდება - აფხაზებისა და ოსების ინტეგრირებაში ქართულ პოლიტიკურ ერთიან სივრცეში, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროპისკენ, სივრცეში, რომელიც უკვე გახდა ევროპის ასოცირებული წევრი.
ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სივრცისკენ იქნას აღქმული "აგრესიულად" ან რამენაირად გამაღიზიანებელი იყოს ჩვენი მეზობლებისთვის. სტაბილური, დაცული, არა პრობლემების მომტანი, არამედ თანამშრომლობაზე ორიენტირებული საქართველო არის სასურველი მეზობელი, როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე, განსაკუთრებით რუსეთისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.