საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტურია, თანამდებობისთვის გიორგი ფოფხაძე იბრძვის და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ფოფხაძემ ფეისბუქის საშუალებით ხალხს მხარადჭერისაკენ მოუწოდა, ის პირობას დებს, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში ყველა თემა გაშუქდება ობიექტურად, მიუკერძოებლად და დაწვრილებით.
-"საჭიროა შევქმნათ პრეცენდენტი და ვაიძულოთ ყველა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხალხის მოთხოვნით იყოს შერჩეული". ფოფხაძეს მხარდაჭერა ირმა ინაშვილმაც გამოუცხადა.
ირმა ინაშვილი:- "მხარს ვუჭერ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას! გყავდეს გიორგი ფოფხაძე და არ იყენებდე მის რესურსს, ეს დანაშაულია. ხვალიდან ვიმოქმედებთ. გიო, შენს გვერდით ვარ! მაღალი კლასის პროფესიონალი, მამაცი, წესიერი, გამოცდილებით აღსავსე, მებრძოლი ( მონა-არა!), ოდესმე ხომ უნდა დადგეს ასეთი ადამიანების დრო? მიყვარხარ!"
ივერიონი გიორგი ფოფხაძის სტატუს უცვლელად გთავაზობთ:
-"მე ხვალ გამოვაქვეყნებ იმ პროგრამას, რითაც ვუხელმძღვანელებ საინფორმაციო სამსახურს.. თუმცა ეხლავე ვამბობ, გპირდებით, ჩემი დანიშვნის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური იმუშვებს ხალხისთვის და ხალხთან ერთად... ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ შევქმნათ ხალხის ტელევიზია...უნდა გავაშუქოთ ის პრობლემები, რაც დღეს არის ქვეყანაში.. ობიექტურად, მიუკერძოებლად და დაწვრილებით.. ეხლა არის მომენტი, როცა ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სატელევიზიო საინფორმაციო სამსახური, რომელიც ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხს გააშუქებს.. ამიტომ ყველას გთხოვთ მხარდაჭერას.. საჭიროა შევქმნათ პრეცენდენტი და ვაიძულოთ ყველა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხალხის მოთხოვნით იყოს შერჩეული და ემსახუროს იმ ხალხს, ვინც ამ ადამიანს ნდობას გამოუცხადებს.. მე ნამდვილად მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ნდობის იმედი.. წინასწარ გიხდით მადლობას.."