ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ინიციატივას რეიდების შესახებ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რეიდები კარგია, თუმცა სჯობს სამართალდამცავებმა დაპირისპირებულ მხარეებზე იმუშაონ. "ორი დაპირისპირებული მხარის შურისძიება მიგვიყვანს დიდ კოფლიქტამდე"-ამბობს ჟორჟოლიანი. ჟურნალისტის თქმით მთავარია ხელისუფლებამ დაიწყოს დაინტერესება, ვინ და რატომ მოხვდა შეწყალების სიაში!
-"ვერ ვხედავ პრობლემას რეიდებში. ევროპაშიც მინახავს. მთავარია რეიდების დროს "ბლატებით" ( ასე ეძახდნენ 90 იანებში) ხალხის გაშვება არ მოხდეს, კორუფციის წყარო არ გახდეს, ( გვახსოვს "პრაკოლი" 100$ რომ ღირდა) . აქ კიდევ ერთი დეტალია: რა ხდება რეიდების დასრულების შემდეგ. იმედია ვინმეს არ აქვს ილუზია რომ ეს იარაღს გააქრობს ქალაქიდან. ან " აბაროტების" სურვილს. მე მაინც მგონია, რომ პოლიციამ დაპირისპირებულ "სასტავებზე" უნდა იმუშავოს. უნდა გაიგოს მათ მიერ ამინისტირებული ადამიანებიდან ვინ გამოვიდა სიით ციხიდან! ყველასათვის ცნობილია რომ ლაშას მკვლელობა " აბაროტი" იყო! კიდევ უფრო მეტად მთავარია, პოლიციას სავარაუდო მკვლელის მოძებნა არ დაასწრონ მოკლულის ძმაკაცებმა! თორემ ეს მიგვიყვანს იქამდე ვერელები და მთაწმინდელების ომი რომ ძლივს დამთავრდა. მთავარია ხელისუფლებამ დაიწყოს დაინტერესება, ვინ და რატომ მოხვდა შეწყალების სიაში! მერე რა თუ საკუთარ რიგებში აღმოაჩენენ ჩავარდნას! ეს არავის გაგვეხარდება იმიტომ რომ ამ "ჩავარდნით" სხვისი შვილები საფრთხეში არიან. თორემ რეიდები იყოს, ყველაფერი იყოს რაც ნებისმისერ დედას შვილს ცოცხალს დაუტოვებს!"
თაზო ბენიძე