საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უელსის სამიტი საკმაოდ წარმატებული იყო. როგორც დეპუტატი ზურაბ აბაშიძე განმარტავს, აღნიშნული წარმატება საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედგეია.
"ნატო და საქართველო შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამხედრო თავლსაზრსით თანამშრომლობა გაღრმავდება და ეს არის პრინციპული თემა, ჩვენთვის საქართველოსთვის, ამით თავდაცვისუნარიანობა სახელმწიფოსი კიდევ ერთხელ გაიზრდება, ნატო ამაში რეალურად ხელს შეუწყობს სახელმწიფოს, მოკავშირეობის გაძლიერება ძალიან პრინციპული თემაა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველომ თავისი რეფორმებით, წინ გადადგმული ნაბიჯებით, დააფიქსირა კიდევ ერთი წინსვლა, პროგრესი ალიანსთან მიმართებაში",-განაცხადა აბაშიძემ.