ქალაქის ცენტრში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაღი და ეზო, სადაც ოდითგანვე ცნობილი თეატრალები იკრიბებოდნენ და ახლაც მსახიობთა და ქუთათურთა ყველაზე საყვარელი ადგილია, ოდესღაც მწვანე წალკოტს ჰგავდა, ახლა კი აყვავებული მცენარეებისა და ლამაზი ყვავილების ნაცვლად გამხმარი ბალახის სამფლობელოდ ქცეულა, მარტო ბალახი რომ იყოს...ეზოში დაყრილ ნაგავსაც ნახავთ, ეს იმიტომ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ ურნასაც ვერ წააწყდებით.
ქუთაისლების პროტესტი ბაღის გავერანების გამო სულ უფრო იზრდება. "ივერიონი" მოსახლეობას გაესაუბრა:
ნინო ბექაური:-"ასე თუ უჭირს მესხიშვილის თეატრის გენერალურ დირექტორს, ერთ ყვავილს მე ვაჩუქებ რომ დარგოს თეატრის ირგვლივ, სირცხვილია, უამრავი სტუმარი და ტურისტი მოდის აქ და რა აზრი უნდა დარჩეს? ასე ძნელია ბაღში ყვავილების დარგვა? ურნის დადგმას რაღა უშლის ხელს? ნეტა რას ფიქრობს კეთილმოწყობის სამსახური? უკან დგას ერთი დიდი ურნა და რომ გაივსება ბუზები გვჭამს, აქვე ვცხოვრობ მეც და კარგად ვიცი რა საშინელი მდგომარეობა იქმნება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სირცხვილია!"
მაკა დეკანოიძე:- " საშინელებაა, ეს მესხიშვილის თეატრი კი არა, საბალახო ველია, თეატრის დირექტორი კი ამაზე არ ფიქრობს, წესით ახლა აქ ნაირ-ნაირი ყვავილები უნდა ყვაოდეს, თეატრის ისტორია ყველამ იცის და როგორც ჩანს ეს მხოლოდ თავად დირექტორს არ გაუგია. ამის დაბარვას და მცენარის დარგვას რა უდგას წინ?!"
დავით ცხვარაძე