ივერიონი / ნაციონალური ოცნება, პორტირებულები, შუარასტები და პრობლემა, რომელიც ხელისუფლების კარებზე აბრახუნებს...

ნაციონალური ოცნება, პორტირებულები, შუარასტები და პრობლემა, რომელიც ხელისუფლების კარებზე აბრახუნებს...

   2012 წელი, ასპარეზე გამოდის ახალი ოპოზიციური ძალა "ქართული ოცნების" სახით, რომლის მეთაურიც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, საქრათველოს ძლიერი ოპოზიციური პარტია არასდროს ჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა პარტიები ხშირად ერთიანდებოდნენ, მაინც ვერ აღწევდნენ დასახულ მიზანს, მიზეზი ფინანსურ- მატერიალური მხარე იყო, ეს პრობლემა კი ივანიშვილს არ ჰქონდა, მან მთელი მისი შემოსავალი და სახსრები ახლად შექმნილ პარტიას დაახარჯა, ხალხსაც გაუჩნდა რწმენა და იმედი იმისა, რომ 1 ოქტომბერს "ნაც-მოძრაობას" ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებდნენ და მას კოალიცია და ახალი ძალა, ახალი სულისკვეთებით და სამართლის აღდგენის მოტივით ჩაანაცვლებდა. ბიზნესმენმა კოალიციაში გააერთიანა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია გამონაკლისების გარდა. მიუხედავად დიდი ზეწოლებისა, დაშინებებისა და აგრესიისა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რაზეც "ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები საუბრობდნენ, პარტიას მხარდამჭერები მაინც ბლომად ჰყავდა და 2012 წლის 1 ოქტომბერმაც შედეგი გამოიღო- ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა...

   თუმცა პირველ ოქტომბრამდე იყო ყველაზე სკანდალური ციხის კადრები, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ოცნების გამარჯვებაში, მაგრამ გაჩნდა კითხვის ნიშნები და მათზე პასუხი დღესაც არ არის ბოლოდე გაცემული. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს იყო დადგმული და წინასწარ გათვლილი, რათა "შავი პიარი" გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობისათვის, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ამ კადრებით დასრულდა ის, რაც 9 წლიან კრიმინალურ რეჟიმად იქნა შეფასებული. საზოგადოება სიხარულს ვერ მალავდა და დიდი იმედით შესცქეროდა ივანიშვილს, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მალე გაქრა და მოვლენები სულ სხვა კუთით განვითარდა. 

   ივანიშვილმა პოლიტიკიან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებსა და დედაქალაქში ცვლილებები დიდად არ განხორციელებულა, თანამდებობებზე კვლავ ნაციონალები არიან წამყვან პოზიციებზე, ისინი დაქვეითების მაგივრად წინაურდებიან და წინაურდებიან, მოლოდინი სამართლიანობის აღდგენის-გაცრუვდა, გახმაურებული მკვლელობების საქმეები ჩამოვიდოდა თაროდან და შემდეგ კვლავ თაროზე ავიდოდა, თუმცა რამდენიმე მკვლელობა გაიხსნა.

   მახსოვს არჩენების წინა პერიოდში მაჟორიტარების შეხვედრა ხალხთან, მათი ღიმილიანი სახეები და გაზეპირებული ფრაზები- " ჩვენ გამარჯვების შემდეგაც მოვალთ თქვენთან და მოგისმენთ, ერთად გადავჭრით თქვენს პრობლემებს", თუმცა გამარჯვების შემდეგ, სავარძლებზე მოკალათებელი არც ერთი ის ლიდერი არ უნახავს საზოგადოებას...

   იყო უამრავი დაპირება, რომელიც არ შესრულდა. არც პენსია გაზრდილა და არც სხვა სოციალური დახმრება, თუ არ ჩავთვლით დენილის შემწეობას, რომელიც 50 ლარის ნაცვლად რატომღაც 45 ლარი გახდა. ვერც ბიზნეს გეგმებმა გაამრთლა, რადგან უმუშევართა რიცხვმა კლების ნაცვლად იმატა, იმატა შეჭირვებულთა და უმწეოთა რიცხვმა. 2012-2014 წლების  შუალედში ქართული ოცნების და ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ერთმანეთის ჯიბრზე მოხდა ამნისტია და ციხე თითქმის დაიცალა მსჯავრდებულებისგან. ცოდოა ხალხიო, უსამართლო იხდის სასჯელსო, თუმცა ეს რომ არასწორი იყო და ერთმანეთის ჯიბრით უკუღმართი ნაბიჯი გადადგეს, დღეს ნათლად ჩანს იმ ფონზე, რომ გახშირდა ყაჩაღობა მკვლელობა,ხალხი ისე ხოცავს ერთმანეთს თითქოს ჩიტს კლავენ, ავტორიტეტმა და ძველბიჭობამ თითქოსდა კვლავ წინა პლანზე გამდოიწია. კადრს მიღმა დარჩნენ ოცნების აქტიური მხარდამჭერები, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნედენ ის ახალგაზრდები, ვინც თავ-გამოდებით უჭერდა მხარს კოალიციას.

   საინფორმაციო სააგენტო info9 და tv9- ის თანამშრომლები, რომლებსაც არც გინება, არც ფიზიკური შეურაცხყოფა, არც სასიკვდილოდ გაწირვა არ დაკლებიათ, დღეს დასაქმებულები არ არიან, ის ადამიანები კი, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ, მოსაკლავადაც კი სწირავდნენ და მომიტევეთ და "ოცნებას" დედას აგინებდნენ, დღეს საკმაოდ დაფასებულნი არიან. მაგალითისთვის მეგრელი ალისტრახო-მალხაზ ბასილაიაც კმარა, რომელმაც 1 ოქტომბრის შემდეგ სწრაფად გადაიცვა ოცნების მაისური ნაციონალების მაისურზე, მოერგო ახალ დროებას და ხელოვნური ამნეზიით დაავადებულმა მშვიდად განაგრძო ცხოვრება. მან მალევე წაშალა მისი პორტალიდნ ის ვიდეო- მასალა, რომელშიც ნათლად ჩანდა მისი და მისი ჯგუფის წევრების აგრესია ოცნების მხარდამჭერების მიმართ და სრული თანადგომა გამოუხცხადა ახალ ხელისუფებას. ამან გაამართლა და დღეს იგი ერთი სამსახურის ნაცვლად სამ ადგილას მუშაობს, ეს იმ დროს,  როცა info9 -ის ჟურნალისტები, რომლებმაც თავი გაწირეს და ამხელა ძალას დაუპირისპირდნენ, სამსახურის ძიებაში არიან... რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, არც ამ მხრივ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, ისევ ძველი სახეები, ისევ ძველი სახელები, ოღონდ ახალი პოლიტიკური შეხედულებით. მერე რა, რომ 2012  წლამდე დანაშაულიც აქვს ჩადენილი, მერე რა, რომ დღესაც უყოყმანოდ შეიცვლიან შეხედულებებს... ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის, თუმცა მერე რა? რეაქცია აქვს ვინმეს? არა! ტრიალებს, ტრიალებს კარუსელი... ყველა რაიონიდან, ყველა კუთხიდან მესმის და ვკითხულობ, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა ადგილობრივ ხელისუფლებაში, კვლავ ძველი კადრები ანუ ნაცები არიან ოღონდ ამჯერად "ოცნებისეული შეხედულებებით", ხოლო ის ნამდვილი მეოცნებეები "ჩარეცხილები" აღმოჩნდნენ. 

   -"შემოდგომა პოლიტიკურად აქტიურიაა. ქართული ოცნების ოპონენტები აანონსებენ ქუჩის აქციებს. მოდით ერთი დაგვანახეთ რა შეგიძლიათ. რამდენი ხართ. კონკრეტულად ვინ და რამდენი გამოვა ნაციონალების დაძახებულზე. თქვენგან განსხვავებით მე და ჩემმა ბევრმა მეგობარმა ვიცით რა არის ქუჩის აქციები. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. 2007 წლის 7 ნოემბერს პარლამენტის წინ მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს. ჩვენ გავუძელით. მე და ჩემმა ბევრმა მეგობარმა და ბევრისგან განსხვავებით, მაშინაც და ეხლაც ვიყავით იქ, ვიდექით იქ სადაც იყო სიმართლე. აზრი უმრავლესობას არ შეგვიცვლია. ცხოვრებაში გვქონია მე და ჩემს ბევრ მეგობარს ისეთი სიტუაციები გამოუვალ მდგომარეობაში ვყოფილვართ, მაგრამ რაც დასახული მიზანი გვქონია იმ მიზნისთვის არ გადაგვიხვევია...და დადგა 2012 წლის 1 ოქტომბრის ნანატრი გამარჯვება... რას ვხედავთ? ის ხალხი, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე "ქართულ ოცნებას" აგინებდნენ, ყველა იმ ქართველს ვინც ოცნების მხარდამჭერი იყო სამშობლოს მოღალატეს ეძახდნენ, სოციალურად დაუცველ ხალხს სოციალურის მოხსნით ემუქრებოდნენ, პენსიონრებს პენსიის მოხსნით ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ დღეს სახეშეცვლილები არიან... საშინელი ზეწოლა მიდიოდა ოცნების აქტივისტებზე და მხარდამჭერებზეც.... და დღეს რას ვხედავთ? ის ხალხი, რომლებიც ასეთ სიბინძურეებს სჩადიოდნენ, უცებ შეიცვალეს იერი. ცხოვრებაში რაღაცის მაინც არ გცხვენიათ? გუშინ ნაციონალებთან იყავით, იქ ჭამდით, იქ სვამდით, იქ საშინელ და საძაგელ საქმეებს ერთად აკეთებდით.....?? ეს ვისაც ეხება გაიგოს მაგამ პირადად ნაციონალების გვერდით ვინც იყო და გადმოვიდა ოცნებაში ის ხალხი ყველას გაყიდის. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვენ ხობში ეგეთი ხალხი ძან ბევრია და მაგათ უფრო ანიჭებენ უპირატესობას. ხალხს ვინც ოცნების გვერდით იდგა რაღაც სისულელეებს ესაუბრებიან და ყოფილ ნაციონალებს ნიშნავენ ყველგან თითქმის ხობში. მე დღეს კონკრეტურად იმ ხალხს უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე იმ ხალხს ვინც ნაციონალებში იყო და დღეს რომის პაპზე მეტ კათოლიკობას იბრალებს. მე პირადად უსამართლობას არსად და აროსდროს არ შევეგუები. ჩემთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს"-წერს სოციალური ქსელით ხობელი ნუგზარ შუშანია და ყველას აფრთხილებს:

   -"კარები კარგად ჩარაზეთ-თქო ვიძახდი, ნაციონალებში შეპარული სადისტები ოცნებაში, რომ არ გადმობარგებულიყვნენ. თუმცა, არც ჩუმად მეოცნებე იმ "ოცნებისტების" მიმართ მქონდა ნდობა, რომლებიც "შუარასტები იყვნენ",

   "შეიცანთ თავი თქვენი", სანამ ინფორმაციები გამისაჯაროებია და თქვენი უნიჭო გარიგებები საინფორმაციოებს გადმოუციათ! 

   სანამ "მეცოცხე" ნაციონალებს დააწინაურებთ და დანიშნავთ კარგად მოიქექეთ მათი წარსული....

   მე გაგაფრთხილეთ!"

 

   ეს მხოლოდ ხობის სატკივარი არ არის, ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში, ვხედავ, რომ ხალხის მოთმინების ფიალა ივსება!

 

   ბოლოს ყოფილი ძალოვანის და ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის სიტყვებსაც შეგახსენებთ:

 

   -"ფარული ნაციონალები ყველგან არიან მედიაში, სკოლებში, სამეცნიერო წრეებში... მათ ძალიან ბევრი უჭერს მხარს. მთელი ამ წლების მანძილზე მიდიოდა პიარი, ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანას აშენებდნენ, ეკონომიკა ვითარდებოდა, მიდიოდნენ ევროპისკენ, ოცნების კოშკებს აგებდნენ-ეს ყველაფერი არარეალური იყო, მაგრამ ლამაზად მოსასმენი. ეს ხალხის გონებაში დაილექა და მათ ჩათვალეს, რომ აქამდე სამოთხეში ცხოვრობდნენ, როდესაც პრობლემები დაგროვდება ნაციონალები ამ ხალხს "მასოვკისთვის" გამოიყენებენ. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები".

თაზო ბენიძე

 

7-09-2014, 10:16
უკან დაბრუნება