"აიძულა ყველა--პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები--მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე, რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი--მ ხ ე ც ი ს ს ა ხ ე ლ ი ან მ ი ს ი ს ა ხ ე ლ ი ს რ ი ც ხ ვ ი . აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მ ი ს ი რ ი ც ხ ვ ი ა
ე ქ ვ ს ა ს ს ა მ ო ც დ ა ე ქ ვ ს ი." (იოანეს გამოცხადება. 13, 17)
გასაკვირია, რომ ათონის წმინდა მთის ბერთა გაფრთხილების მიუხედავად, საზოგადოების ერთი ნაწილი ელექტრონულ ბარათსა და მის მომდევნო საფეხურში (იგულისხმება ჩიპის ჩანერგვა სხეულში)-- მაინც, მხოლოდ და მხოლოდ, "ტექნიკის სიახლეს" ხედავს... მათი ქადაგების მიხედვით, თურმე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიერ ნაწინასწარმეტყველებ "მხეცის ბეჭედში", (რომელსაც ადამიანები მიიღებენ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე და რომლის გარეშეც ისინი ვერ შეძლებენ ყიდვა-გაყიდვას და მუშაობას), იგულისხმება არა ჩიპის ჩანერგვა, არამედ-- ხელით (ანუ ქმედებით) და შუბლით(ანუ გონებით) აღსრულებული საქმეები!
შესაბამისად, ამ მსჯელობიდან გამომდინარე, რაკი კაცობრიობა დღემდე უმეტესად, ცოდვის გზით მოდის ანუ, გონებით და საქმით აღასრულებს ღვთივსაწინააღმდეგო საქმეებს, გამოდის, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი წარღვნამდე არსებულა და წმინდა იოანეს ამაოდ მიუნიშნებია ბოლო ჟამის პერიოდზე!.
გარდა ამისა, საქმით და გონებით ღვთივსაწინააღმდეგო ქმედება რომ დამღუპველია, ამაზე ქრისტეს მოსვლამდეც აფრთხილებდა ბიბლია ადამიანებს და მასზე აპელირება არა მარტო სრულიად უადგილოა, არამედ, გაურკვეველიც, რადგან ტერმინი "ანტიქრისტეს ბეჭედი" მხოლოდ მართლმადიდებლობას უკავშირდება, ანუ ქრისტეს მცნებების წინააღმდეგ სატანის ბოლოჟამისეულ კუდის მოქნევას.
მაინც, რა იგულისხმება "მხეცის ბეჭედში?"
რატომ მიანიშნებს ასე მკვეთრად იოანე ღვთისმეტყველი, რომ ამ ბეჭდის არმიღებისას ყიდვა-გაყიდვას ვეღარავინ შეძლებს? იმიტომ ხომ არა, რომ მსგავსი თვითდამშვიდებისგან (მთავარია, საქმით და გონებით არ ვცოდოო...) იმთავითვე დაიცვას დაბნეული ადამიანები?
ხომ ფაქტია, რომ დღემდე მათ, ვინც საქმით და გონებით აღასრულებდა ღვთივსაწინააღმდეგო ქმედებებს, ყიდვა-გაყიდვის პრობლემა არ შექმნიათ? იქნებ ამიტომ, სწორედ ამ ნიშნით უნდა მოხდეს ბეჭედზე დაკვირვება?
ისიც ხომ ფაქტია, რომ სწორედ ელექტრონული ჩიპის არმიმღებებს აეკრძალებათ ყიდვა-გაყიდვა? და რომ ამ ჩიპს ადამიანებს ჩაუნერგავენ არა მკლავზე, ან კისერზე, ან ზურგზე, არამედ--ზუსტად წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიერ მითითებულ ადგილზე --მარჯვენა ხელზე ან შუბლზე?
თავად ჩიპი "მხეცის ბეჭედია" თუ მისი მიღების საშუალებაა--ამას მომავალი გვიჩვენებს, ( ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩიპის ანტიმართლმადიდებლური სიმბოლიკით დატვირთვა, სრულიად იოლი შესაძლებელია და თავს ვერ გაიმართლებ იმით, რომ ეს შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გაკეთდა, რადგან როდესაც ასეთი შესაძლებლობის აპარატს ინერგავ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სურვილით მიდიხარ ამგვარ დაშვებაზეც), მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მის ჩანერგვა ყოვლად გაუმართლებელია ნებისმიერი თვალსაზრისით, იქნება ეს--"რა მოხდა, ეს ხომ მხოლოდ ტექნიკის სიახლეა და მეტი არაფერი?" ან თავისმართლება ამ კუთხიდან:--"ვიღებ იმიტომ, რომ ნათქვამია, მიეცი კეისარსა კეისრისაო"...
ოპონენტებს, რატომღაც, არ აწუხებთ თვალებზე დაწყობილი აგურების სიმძიმე, ხოლო, ვისაც თვალხილულად ყოფნა ურჩევნიათ, არ გაუჭირდებათ იმის დანახვა, რომ ბოლო ჟამის ნიშნები მართლაც, სახეზეა--კაცობრიობას დღითიდღე უფრო ეჭდობა ელექტრონული კონტროლის მარყუჟი, რაც, ახლო მომავალში დაჩიპვა-დაზომბირებით დაგვირგვინდება. დაჩიპვას შემთხვევით არ ვაიგივებ დაზომბირებასთან -- საღად მოაზროვნე ადამიანი, ლოგიკურია, რომ ანტიქრისტეს ღმერთად არ მიიჩნევს!
და აი, მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომლითაც, საკმაოდ კადნიერად სპეკულირებენ ოპონენტები.
მათი მტკიცებით, თურმე, არანაირ ტექნიკას არ შეუძლია ადამიანის ნებაზე ზემოქმედება! და ამ სისულელეს ისე დარწმუნებით იმეორებენ, თითქოს არ იცოდნენ, რომ მოსკოვში არსებული საიდუმლო ფსიქოტრონული ლაბორატორიის არსებობა, რახანია, საყოველთაოდ ცნობილია და რომ მისი უფროსი (სამწუხაროდ, გვარს ვერ ვიხსენებ) საჯაროდ აცხადებდა ინტერვიუში:--ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია რევოლუციის აგორება , რადგან მასებზე დისტანციურ ზემოქმედებას რახანია, წარმატებით დავეუფლეთო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ყოველი ადამიანი მართონ, მან მიუგო:--არა, მორწმუნეებზე ზემოქმედება ჯერჯერობით, ვერ შევძელითო...
განა ამ ზემოქმედებაზე არ მეტყველებს, თუნდაც, ჩვენს ირგვლივ ესოდენ მოხშირებული შემთხვევები, როდესაც ადამიანები მოულოდნელად სჩადიან არაადეკვატურ საქციელს და შემდეგ აცხადებენ, რომ ამას "რაღაც ხმა ჩასჩიჩინებდათ?" და რამდენად უფრო ძლიერი იქნება ამგვარი ლაბორატორიების ზემოქმედება ელექტრონული აპარატის ჩანერგვის შემდეგ?!
მორწმუნენი ხომ ამით, საუბედუროდ, იმ ბარიერსაც მოიშლიან, რომელიც ახლა, ღვთის მოწყალებით, მათ, როგორღაც, იცავთ?
ამდენად თვალნათელია, რა გულუბრყვილო ( რბილად რომ ვთქვათ), არგუმენტს იშველიებენ ოპონენტები, როდესაც ამტკიცებენ, რომ შუბლზე და ხელზე ჩანერგილი ვერავითარი აპარატი ვერანაირად ვერ იმოქმედბს თავისუფალ ნებაზე!
ბევრთათვის სათქმელი რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ, ეს იგივეა, კაცმა სასიკვდილო ინექცია თავისი ნებით რომ გააკეთებინოს და მერე გაიძახოდეს, არ მივცემ უფლებას, რომ ჩემზე მომაკვდინებლად იმოქმედოსო!
როგორი ლოგიკაა?
ასე რომ ყველაფერი ცნობილია, ყველა ინფორმაცია გაანალიზებულია, ჩვენ მარტოდენ არჩევანის გაკეთებაღა დაგვრჩენია.
და თვით ეს არჩევანიც, უკვე, რახანია, გაშიფრულია მამა პაისი მთაწმინდელის მიერ:--"საღვთო მადლი ჩვენ მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც წმინდა ნათლისღების მადლს ვიმარხავთ, რითაც უარვყოფთ სატანას და ვღებულობთ წმინდა ბეჭედს--"სულიწმინდის ბეჭედს". ჩიპის მიღებით კი, თუნდაც ეს ადამიანმა უმეცრებით ჩაიდინოს, იგი საღვთო მადლს კარგავს და ეშმაკის ზემოქმედებას ღებულობს..."
გვიშველოს და განგვინათლოს სული დედაღვთისამ!