ივერიონი / ზაზა სვანაძე:-"ძალიან გთხოვ, ვლადიმერ ბედუკაძე, ნურსად მახსენებ ანონიმურ მიმოწერებში"

ზაზა სვანაძე:-"ძალიან გთხოვ, ვლადიმერ ბედუკაძე, ნურსად მახსენებ ანონიმურ მიმოწერებში"

   "ელისო კილაძესთან შედარებით, მე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ვარ"

 

   რეჟისორი და უფლებადამცველი ზაზა სვანაძე, ლადო ბედუკაძის სკანდალურ  ინტერვიუს "ექსკლუზივ ნიუსის" საშუალებით ეხმაურება, რომელიც "საერთო გაზეთში" გამოქვეყნდა.

   "ამ ბოლო დროს სოციალური მედიით გარკვეული ადამიანები ჩემი დისკრედიტაციით არიან დაკავებული და ცილისმწაებლურ ბრალდებებს ავრცელებენ ჩემი პიროვნების შესახებ, ამჯერად საქმე ეხება ,,საერთო გაზეთში,, ყოფილი რეჟიმის პენიტენციალური სისტემის სკანდალურად ცნობილი ადმინისტრაციის თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის გაზეთ ,,საერთო გაზეთში,, გამოქვეყნებულ აწ უკვე სკანდალურ მასალებს რომელიც როგორც საზოგადოებამ შევიტყვეთ მისი წიგნიდან ამონარიდების სახით ზემოთაღნიშნულ გაზეთს წარუდგენია ფართო აუდიტორიისთვის. ამა წლის 3 სექტემბრის "საერთო გაზეთში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც ვლადიმერ ბედუკაძე ჟურნალისტ ელისო კილაძის მხილებითაა დაკავებული და მის კილაძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს. სტატია სავსეა სკანდალური და შოკისმომგვრელი ინფორმაციებით, რომელიც ბედუკაძის მტკიცებით, ელისო კილაძის რეალური სახის ჩვენებას ემსახურება და მასში ნაჩვენებ ადამიანებს თითქოსდა კარგ საქმეს გვიკეთებს ამით. აღნიშნულში მცირე ადგილი ( ერთი პატარა აბზაცი ) ჩემს შესახებაცააა დაწერილი. მე რამოდენიმე საათის წინ ტელეფონით ვესაუბრე ჟურნალისტ ელისო კილაძეს რომელმაც ჩემთან საუბარში უარყო ბედუკაძის მიერ გავრცელებული ე.წ. პირადი მიმოწერაში მისი მონაწილეობა და აღნიშნულს ფაბრიკაცია უწოდა.  მე არ ვაპირებ ჩემთვის უცხო ომებში ჩარევას და მითუმეტეს პროკურორის როლის შეთავსებას. ჩემი გზავნილების ადრესატი პირველ რიგში ვლადიმერ ბედუკაძეა. ვლადიმერ - ფარული თუ რეალური კადრების დადგმაში და გადაღებაში შემჩნეულო ჯალათო, ნაკლებ დროს მოვანდომებ. შენს შეფასებას ამ გზავნილში და პირდაპირ გეტყვი, დადგმა ვისი ვისი და ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია და ძალიან გთხოვ შენს მიერ დადგმულ პროვოკაციებში მე ნუ მომიხსენიებ, არც ელისო კილაძის ადვოკატი ვარ და არც ჯალათების მემუარებში მხსენება იქნება პატივი ჩემთვის. დიახ, ვადასტურებ მქონდა სიტყვიერი შელაპარაკება ელისო კილაძესთან და სწორედ შენს გამო. დიახ მე დავიცავი ჩემი უფროსი მეგობარი ირმა ინაშვილი. დიახ მე არ ვარ მედროვე სხვებისგან განსხვავებით, თქვენს მიერ გავრცელებულ მიმოწერაში რომლის ავთენტურობა დადასტურებული არაა - ელისო გეკითხებათ ჩემზე ,, მაგ ნასედკას, თუ იცნობო. შენ მინდა გითხრა ჩემო ლადო რომ, ვის ვის და ელისო კილაძეს არავისთვის აგენტობის და ინფორმატორობის დაბრალება არ გაუკვირდება. ვინაიდან მისთვის არაერთზგის უწოდებიათ ორმაგი და სამმაგი აგენტი მე ამ ჟანრში, კილაძესთან შედარებით ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ვარ. დიახ, მე ვიყავი ცნობილი აქტივისტი. დიახ, მე აქტიურად ვილაშქრებდი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, არც ქართული ოცნების მიმართ, ვყოფილვარ მონური სულისკვეთებით განსმჭვალული და ამიტომ ხშირად გავმხდარვარ თავდასხმების და ტალახის სროლის ობიექტი. არცერთი თანამედროვე პოლიტიკის ვარსკვლავებს ბელადებად არ ვცნობდი და საერთოდაც პიროვნების კულტი მიუღებელია ჩემთვის, ამიტომაც ხშირად ოცნების მხარდამჭერებისგანაც გავმხარვარ სამიზნე. დიახ, ელისო კილაძე შენ გიცავდა, მე ირმა ინაშვილს, თუმცა დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მე და ირმა ისევ მართალი და მეგობრული თვალებით ვუყურებთ ერთმანეთს, შენ და ელისო კი დაუძინებელი მტრები ხართ, ჩემს ეპიზოდში ნახსენები იყო რომ მე ქართულ ოცნებას თუ მის ახალგაზრდულ გუნდს პროვოკატორად ვევლინებოდი თურმე. დიახ, მე ჩემს ოჯახს ძველი ბიჭი და ნარკოტიკების მომხმარებელი არ გავუზრდივარ. დიახ მაშინ ქართული ოცნების ახალგაზრდულ გუნდში ქაოსი იყო და ამას დღესაც დავადასტურებ ნებისმიერ ჟურნალისტთან თუ პირად საუბარში. დიახ, მე წამოვედი ვინაიდან იქ სადაც იარაღების ფრიალი ერთმანეთთან ქუჩური გარჩევები და კრიმინალური ელემენტების სიმრავლე იყო ზაზა სვანაძეს არაფერი ესაქმებოდა. ძალიან გთხოვ, ვლადიმერ ბედუკაძე, ნურსად მახსენებ ანონიმურ მიმოწერებში. თუ გექნება სურვილი დამიჯექი დებატებში და ღიად ვისაუბროთ, შენის ნებართვით, თუ დებატებზე დამთანხმდები შენსავე ნაწამებ ყოფილ პატიმარსაც მოგიყვან და გაეცი კითხვებს პასუხი. თუ პირადი მიმოწერების გახსნაზე და გასაჯაროებაზე მიდგება საქმე პატივცემულო, ბედუკაძე იქნებ ჩემთან არსებული მიმოწერაც გაასაჯაროვო, სადაც ირმა ინაშვილზე მწერდი, რომ ის ჩემი ჯაბა ჯიშკარიანის და სხვა აქტივისტების შესახებ, ინფორმაციას ვანო მერაბიშვილს აწვდიდაო, დიახ მქონდა კამათი ელისო კილაძესთან, მქონდა კამათი ვინაიდან კარგად ვცნობ ჯალათებს და კარგად ვიცი ერთგულების ფასი"-აცხადებს ზაზა სვანაძე.

 

წყარო:-"ექსკლუზივ ნიუსი"

 

7-09-2014, 19:29
უკან დაბრუნება