ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: სად პატრიოტიზმი და სად შევარდნაძე-სააკაშვილის სკოლა???

სანდრო ბრეგაძე: სად პატრიოტიზმი და სად შევარდნაძე-სააკაშვილის სკოლა???

   "დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა შევარდნაძის ინკუბატორია, ხოლო მისი შვილობილი "თავისუფალი ზონა" სააკაშვილის ე.წ. "პიტომნიკი" - განცხადებას პარტია "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე Facebook- ის საკუთარ  გვერდზე აკეთებს:

   "დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა შევარდნაძის ინკუბატორია, ხოლო მისი შვილობილი "თავისუფალი ზონა" სააკაშვილის ე.წ. "პიტომნიკი". ვკითხულობ და ვისმენ თუ რა თვალთმაქცური რიტორიკით გმობენ რუსეთის აგრესიას და გვასწავლიან პატრიოტიზმს ნაცზონელები და მათ უსინდისობაზე მწარედ გეცინება.

 

  მგონი ხშირად სჭირდებათ გახსენება მამა-შვილ გაბაშვილებს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, გია ბარამიძეს, კობა ხაბაზს და მათ სხვა ლიდერებს იმისა თუ რა თავგანწირვით იბრძოდნენ რუსეთის ინტერესების და საბჭოთა საოკუპაციო ჯარის მხარდამხარ, როდესაც მთავრობის სასახლეს კრიმინალებთან ერთად უტევდნენ 1992 წლის სუსხიან ზამთარში, როდესაც ტყვიას ესროდნენ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს ზვიად გამსახურდიას, როდესაც საბჭოთა ადმირალ ბალტინთან ერთად იპყრობდნენ სამეგრელოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ყველა სხვა ხომ რუსეთიდან ჩამობრძანებული ედუარდ შევარდნაძის ერთადერთი დასაყრდენი გახდნენ მოქალაქეთა კავშირის სახით. ეს ხომ ყველა ის ხალხია რომელთაც "დსთ"-ში შეიყვანა საქართველო. ეს ყველაფერი ვითომ არ ყოფილა, ვითომ ეს მათ არ გაუკეთებიათ, ვითომ ეს ილუზიაა და სხვა რეალობაში ვცხოვრობთ.

   გამოვა დღეს გენერალ ბეპაევთან ერთად ქართველების წინააღმდეგ ნაბრძოლი კობა ხაბაზის აღზრდილი უზრდელი ახალგაზრდა და ოკუპანტის დაცვაში დაგდებს ბრალს, დამაჯერებლობისთვის პუტინს შეაგინებს და უსირცხვილოდ ეცდება რომ პატრიოტად წამოჩინდეს, არადა ამ დროს ერთი სულგაყიდული, გაუნათლებელი, უოჯახო, უძირო არსებაა, რომელიც ნაცების გადმოგდებულ რამდენიმე 100 დოლარიანისთვის ყველაფერს გაყიდის, იმ ოჯახსაც კი სადაც ვერ აღზარდეს.

   არსებობენ ადამიანები რომელთაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, მაგრამ ნაცზონელები ის კატეგორიაა, რომელთაც შუბლის ძარღვი, ანუ სინდისი არც არასოდეს ჰქონიათ და ეს მათ საშიშ ავანტურისტებად ხდის. როგორც ვერასოდეს ვერ აჯობებს თქვენი აღმზრდელების დუეტი შევარდნაძე-სააკაშვილი თქვენს მიერ და რუსების მიერ ტყვიანასროლ ეროვნულ გმირებს გამსახურდია-კოსტავას, ასევე თქვენ ვერასოდეს პატრიოტებად ვერ იქცევით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უცხო ქვეყნის აგენტების ცნება პატრიოტიზმთან შეუთავსებელია, ხოლო თქვენ დაბადებიდან ყოველთვის უცხო ქვეყნის სამსახურში იდექით საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

  სად პატრიოტიზმი და სად შევარდნაძე-სააკაშვილის სკოლა??? მგონი თავად ხვდებით რომ ეს სასაცილოა!!" - წერს ბრეგაძე.

8-09-2014, 12:43
უკან დაბრუნება