საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ პოლიციის რეიდები პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები კრიმინალის აღსაკვეთად უძლური და უშედეგოა.
"რეიდებით, მარტო იმითი, რომ ვიღაც მოქალაქეს გააჩერებ სკვერში და უზრდელად დაელაპარაკები, ან რომელიმე მოქალაქეს მანქანაში გააჩერებ და უზრდელურად დაელაპარაკები, ამით კრიმინალს ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ამიტომ მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ამ პრობლემას მოგვარება გლობალურად უნდა და არა ამ ერთდღიანი, ორდღიანი ან თუნდაც ერთკვირიანი ღონისძიებებით, რომლებიც არანაირი შედეგის მომტანი არაა." - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.