ივერიონი / "თბილისი ჩემი ქალაქია"

"თბილისი ჩემი ქალაქია"

   ჯგუფი "სოცკოდექსი" იწყებს პროექტს "თბილისი ჩემი ქალაქია". როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მიაწოდებს ფოტო-მასალას ადგილის მითითებით ნებისმიერი ტიპის დარღვევის შესახებ - დაბინძურება, სამშენებლო მასალები თუ სხვა. პროექტის მიზანი თბილისის სისუფთავისა და წესრიგის ევროპული ტიპის ქალაქად გადაქცევაა.

   -"ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე, ისევე როგორც კეთილმოწყობის სამსაახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე და მისი თანამშრომლები, ვინაიდან ისინი საზოგადოების მიერ ფინანსდებიან"-ამბობენ ჯგუფის წევრები.

   დღეს, 8 სექტემბერს, "სოცკოდექსის" მონიტორინგის სამსახურმა ქალაქში დააფიქსირა თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი წლობით დაყრილი ნაგვის დასუფთავების სამსახურის მიერ გატანის ფაქტები. რაც ნიშნავს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, გთხოვთ გააგრძელოთ ფოტომასალის მოწოდება.

 

8-09-2014, 18:12
უკან დაბრუნება