პარტია "ქართული ოცნება" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.
გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან.
შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თვითნებური ქმედება განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნულია განცხადებაში.