ყანდაღარის საავიაციო ბაზას SშAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური (IJC ჩომმანდერ) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი ეწვია. ამერიკელმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სადილზე მიიწვია და ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ჯარისკაცებს მადლობა პირადად გადაუხადა. სადილის დასრულების შემდეგ, მან ხუთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
როგორც ცნობილია, ამერიკელ გენერალთან ერთად, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს "რეგიონალური სარდლობა სამხრეთის" მეთაური, გენერალ-მაიორი მაიკლ ბილსიც შეხვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიის დასრულების ფაზაზე იმყოფება. ბატალიონზე დაკისრებულ მოვალეობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სრული სპექტრის ამოცანების შესრულება შედის. სამთო-სადაზვერვო ბატალიონი რამდენიმე კვირაში სამშობლოში დაბრუნდება.