პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს ელოდებიან.
სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის ანგარიში უნდა განიხილონ. იმსჯელებენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე.
ეკა ბესელიას თქმით, მათ გარკვეული რეკომენდაციებიც აქვთ მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, რომლის შესახებაც დღეს ისაუბრებენ.
"ჩვენ შეგვეძლება მოსმენა ამ ანგარშის და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ ამ ანგარიშის განხილვის დროს, შემდგომ ეტაპზე ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, ისეთი ტიპის გადაცემები მომზადდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სტანდარტების დანერგვას",- განაცხადა ბესელიამ.