ივერიონი / ვლადიმერ ბედუკაძე: ჩვენი გულისთვის ევროპა და ამერიკა რუსეთთან ახალ მსოფლიო ომს არ დაიწყებენ!

ვლადიმერ ბედუკაძე: ჩვენი გულისთვის ევროპა და ამერიკა რუსეთთან ახალ მსოფლიო ომს არ დაიწყებენ!

   საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის თავმჯდომარე ვლადიმერ ბედუკაძე "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, სადაც ბურჯანაძე საუბრობს, რომ საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

   "ქალბატონი ნინო ბურჯანაძის განცხადება არის სრული რეალობა! ქართველებს ხშირად გვიჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ეს რეალობა არსებობს აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია. განსაკუთრებით ყურადსაღებია 2010 წლიდან, როდესაც რუსეთმა სამხედრო დოქტრინაში ნათლად მიუთითა, რომ იგი არ დაუშვებს მისი საზღვრების სიახლოვეს რომელიმე ქვეყნის, მით უფრო, NATO-ს სამხედრო ბლოკის წევრობას. ვიყვიროთ რამდენიც გვინდა NATO და კატო, არავის არაფერში ვჭირდებით. იგონებენ ახალ-ახალ დონეებს და მექანიზმებს. ჩვენი გულისთვის ევროპა და, მით უმეტეს, ამერიკა რუსეთთან ახალ მსოფლიო ომს არ დაიწყებენ. გაგვწირავენ, როგორც 2008-ში. წააქეზეს მურიას მსგავსად. გაგვწირავენ, როგორც გაწირეს უკრაინა. ველოდოთ რუსეთის "ჩამოშლას" და ამ ლოდინში ისევ ქართული ანდაზის არ იყოს "სანამ პავლე მოვიდოდეს" მსგავსად არ დაგვემართოს", - წერს ბედუკაძე.

9-09-2014, 12:16
უკან დაბრუნება