შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "ექს-პრეზიდენტმა უკრაინასა და თურქეთში გამართულ შეხვედრებზე თანაგუნდელებს დავალება მისცა, რომელიც ქვეყანაში 500 კაციანი მობილური ჯგუფების შექმნას ითვალისწინებდა".
მისივე თქმით, "აღნიშნულის მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა".აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მინისტრმა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ჯგუფებს პროვოკაციულად უნდა ემოქმედათ და ქაოტურ სიტუაციაში უნდა ჩართულიყვნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფებიც. ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. ეს დავალებები თურქეთსა და კიევის შეხვედრებზე გაიცა. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალება, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფები. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის – პოლიციის თვალწინ, მოახდინონ პოლიციელების პროვოცირება და შექმნან ფორსმაჟორული სტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები",- განაცხადა მინისტრმა.