პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ის გაერო-ს ასამბლეაზე აუცილებლად გაემგზავრება. რაც შეეხება პრეზიდენტის ვიზიტს , პრემიერი ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
"არა მარტო მე, არამედ მოსახლეობაც დაიღალა ამ თემაზე საუბრით, უნდა ვიფიქროთ საქმეებზე, ეკონომიკის განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს, აუცილებლად გავემგზავრები. დანარჩენს აუცილებლად გაარკვევენ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.