დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლია ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალ უფროს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობდას ვახტანგ კაპანაძე დაიკავებს.
კაპანაძე აფხაზეთის ომის მონაწილეა, სხვადასხვა დროს კი ის ბრიგადის მეთაური და გენერალური შტაბის უფროსი იყო. ამჟამად საგარეო დაზვერვაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ვახტანგ კაპანაძეს სამხედრო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. ის ასევე არის საქართველოს სამხედრო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი და მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო ქვედანაყოფის წევრი.
შეგახსებეთ, რომ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის გადადგომის შესახებ. ის 9 ოქტომბერი მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.