დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით-"ყველას, ვისთვისაც გართულებული კრიმინოგენული მდგომარეობა სულ ერთი არ არის..." გაიმართა.
პარტიებმა- "მომავალი საქართველო" და "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია" ქვეყანაში გართულებული კრიმინოგელური მდგომარეობა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გააპროტესტეს და მთავრობას რეაგირებისაკენ მოუწოდეს.
აქციას შეუერთდნენ "საქართველოს სოციალ-დემოკრეტიული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრები და თავიანთი პროტესტი დააფიქსირეს გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით.
როგორც ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა კონსტანტინე გადიცკიმ "ივერიონთან" საუბარში განაცხადა, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს დღეს აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, პროტესტი იქნება უფრო ფართომასშტაბიანი და მოეწყობა მსვლელობები.
ოპერატორი ამირან კურტანიძე